ზურაბიშვილი: ეს არის ის არჩევნები, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია

ეს არის ის არჩევნები, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პროცესებში.

„ეს არის ის არჩევნები, სადაც მოლქალაქეებს მართლაც შეუძლიათ აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ისინი, ვინც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტს. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ეს არის ის არჩევნები, ზოგადად, როდესაც უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა, დეპოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.