საქართველოში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 711 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 28 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 31 828 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7%, ბოლო 14 დღის – 5,63%, ბოლო შვიდი დღის – 5,61%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 626 058 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 596 380 გამოჯანმრთელდა, 9 162 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 844 965 აცრა, დღიურად აცრილია 7 815.