საქართველოში კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან ქვემო ქართლში ინფიცირების 375 ფაქტია დაფიქსირებული.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 348 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალ 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 57 301 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 36 635, „პისიარ“ ტესტით – 20 666.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,11%, ბოლო 14 დღის – 8,79%, ბოლო შვიდი დღის – 9,02%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 675 771 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 619 285 გამოჯანმრთელდა, 9 588 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 926 893 აცრა, დღიურად აცრილია – 5 543.