სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა[ვიდეო]

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სწავლა რეალურ გარემოში განახდა რუსთავის სკოლებშიც.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული  ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსების მარაგი სკოლებისთვის მთელი სასწავლო წლისათვის“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

ყველა მოსწავლე ვალდებული იქნება ატაროს პირბადეს, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 67%.