სწავლა საკლასო ოთახებში – საკითხზე საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა[ვიდეო]

“კარგია, რომ სკოლები ინფექციის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ სკოლებში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ვაქცინირებულ მასწავლებელთა რაოდენობა ცოტა არ არის, მაგრამ სასურველია მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.

„რაც შეხება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას, ბოლო პერიოდის მაჩვენებლებით, 150 სკოლა და 400-მდე კლასი გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, ეს მაღალი მაჩვენებელი არ არის. კარგია, რომ სკოლები ინფექციის შიდა გავრცელების მართვას ახერხებენ, ამდენად, ვფიქრობთ, ეს იქნება მექანიზმი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.