ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში მოწევა შესაძლოა აიკრძალოს – უკვე მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის განხილვაც პარლამენტში, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ დაიწყება.
ცნობილი გახდა ჯარიმის ოდენობაც, რაც პირს ავტომობილში მოწევის შემთხვევაში დაეკისრება.
“თამბაქოს კონტროლის ალიანსში” აცხადებენ, რომ პროექტის მიხედვით, ტაქსის მძღოლები 200 ლარით დაჯარიმდებიან, სანქცია მგზავრებისთვის 100 ლარით განისაზღვრა.
რაც შეეხება კერძო ავტომობილებს, აქ პირველადი ჯარიმა 100 ლარი იქნება. კანონდარღვევის შემთხვევაში ყოველი მომდევნო ჯარიმა 300 ლარია.
ადმინისტრირების ორგანო საპატრულო პოლიცია იქნება. მოქალაქეები დაჯარიმდებიან უკონტაქტო კამერებითაც.
ინფორმაციისთვის, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ტაქსებსა და მსუბუქ ავტომობილებში მოწევა უნდა აიკრძალოს.









