ფორუმი “ახლგაზრდები თანასწორობისა და მშიდობის ძიებაში” გაიმართა [ფოტო]

თბილისში რეგიონული ფორუმი სახელწოდებით “ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახლგაზრდები თანასწორობისა და მშიდობის ძიებაში” ჩატარდა.

ფორუმი ეთნიკური აზერბაიჯანლების საინციატივო ჯგუფისა და საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მხარდამჭერი იყო თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭო და მაქს პლანკის საერთაშორისო მშვიდობის და კანონის უზენაესობის ფონდი.

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმის მიზანია ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების პრობლემების მოსმენა და საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში გატანა.

 

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსუსის წარმომადგენლები, ეთნიკური უმცირესოებისა და ადამიანთა უფლებების მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ესწრებოდნენ.  ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ რეგიონის აქტიური ახალგაზრდებიც.

ღონისძიების ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონის სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება შედგა და ესეების კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.