“ქართული ოცნების” რუსთავის ოფისში ბრიფინგი გაიმართა [ვიდეო]

რუსთავში “ქართული ოცნების” ოფისში ბრიფინგი გაიმართა. მმართველი გუნდიდან რუსთავის  მერობის კანდიდატმა,  თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიული სიის წევრებთან ერთად, სპეციალური განცხადება გააკეთა.

“პირველ რიგში მადლობა რუსთაველებს მხარდამჭერისთვის, პარტიამ და ჩვენმა გუნდმა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ქალაქში ყოფილიყო მშვიდობა, მშვიდი, საქმიანი გარემო და რუსთავის განვითარებისთვის აუცილებელ გეგმებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.

ოპოზიციური პარტიების უპრეცედენტო დესტრუქციის მიუხედავად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დავდეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ბრძოლას რუსთავის განვითარების ახალი შესაძლებლობისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ მეორე ტურში ერთად დგომით და მაქსიმალური მობილიზაციით შევძლებ ჩვენი გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ” – განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ.