13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბაბუას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.
ადვოკატის განცხადებით, სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, როდესაც სრულიად დაუსაბუთებელი მტკიცებულებებით ადამიანი უმძიმესი ბრალდებით გაუშვა წინასწარ პატიმრობაში.
„პროკურორმა ვერ გაგვცა პასუხი, თუ რომელი მტკიცებულებების საფუძველზე ითხოვს ამ ადამიანის უმძიმესი ბრალდებით პატიმრობაში მოქცევას. ოთხი თვის განმავლობაში ბავშვები არ ყოფილან პაპასთან და თუნდაც ამ ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, არარეალურია ეს გადაწყვეტილება. ის აცხადებს, რომ მასსა და შვილიშვილებს შორის არის ქართულ ეროვნულ ტრადიციებზე დამყარებული, პაპასა და შვილიშვილს შორის არსებული ურთიერთობები“, – აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მცირეწლოვან შვილიშვილს ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, სისტემატიურად აუპატიურებდა, ახორციელებდა გარყვნილ და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









