ცესკოს მონაცემებით, N6 ოლქში არსებულ ყველა უბანზე გრიგოლ ვეფხვაძემ გაიმარჯვა

მეექვსე სამაჟორიტარო ოლქში არსებული 14 უბნის მონაცემების თანახმად, არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს. გრიგოლ ვეფხვაძემ ოლქში არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 53,8% მიიღო, რაც შეეხება პარტია “გახარია-საქართველოსთვის” კანდიდატს, ერეკლე დოლიძემ 46,2%-ის მხრადაჭერა მიიღო.

ინფორმაციისთვის, რუსთავში შვიდი სამაჟორიტარო ოლქიდან მეორე ტური მხოლოდ მე-6 ოლქში ჩატარდა.