ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს თანხმლები დაავადებები ჰქონდა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში 18 სექტემბერს სუნქვითი უკმარისობით შეიყვანეს და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ჰქონდა ფილტვის დაზიანება კოვიდინფექციის გამო, ძალიან დაბალი წონის პაციენტი იყო, ძლიერი ჰიპოტროფია იყო გამოხატული, ამის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადეს კლინიაკში.