ხვალ არჩევნების მეორე ტური გაიმართება [ვიდეო]

რამდენიმე საათში რუსთავში საარჩევნო უბნები გაიხსნება. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ქვემო ქართლის რეგიონიდან მხოლოდ რუსთავში ჩატარდება.

რუსთაველები ქალაქის მერს აირჩევენ. მეორე ტურშივე გადაწყდება საბოლოოდ როგორ დაკომპლექტდება ქალაქის საკრებულო.

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ კენჭისყრის დღისთვის ქალაქში ყველა საარჩევნო უბანი მზად არის. ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 106 895-ს შეადგენს. რუსთავში  სულ 84 საარჩევნო უბანი იქნება.