რუსთავში 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა და არჩევანი დააფიქსირა 8 487-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლების 7,9%-ია.
N20 საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რუსთავში არსებული 84 ძირითადი უბანი შეუფერხევლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველს უბანზე მისვლა 08:00 საათიდან შეეძლო.
10 საათის მონაცემებით, რუსთავის საოლქო კომისიაში საჩივარი არ შესულა.
ინფორმაციისთვის, რუსთავში სულ 84 ძირითადი უბანია, გარდა ამისა 3 სპეცუბანია პენიტენციურ დაწესებულებებში, ერთი კი იზოლაციაში და ცხელების ცენტრებში მყოფი პირებისთვის. რაც შეეხება ამომრჩევლების რაოდენობას, რუსთავში 106 895 ამომრჩეველია.









