12 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

 

კერძოდ,  ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს:

11:00-ან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, დაბა კაზრეთი, სავანეთი, მამხუტი, დაბა თამარისი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, გოლთეთი, ქოსალარი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროში აღმაშენებლის, ფარნავაზის, სტალინის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, აზიზბეკოვი, ლელაშხა, ნაზარლო და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 18:30 სააღამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, გაჩიანი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ვახუშტის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 12:10 საათამდე და 16:00-დან 16:10 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, თბილისის, ვახუშტის, მელიქიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.