12:00 საათის აქტივობა რუსთავში

N20 საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, 12:00 საათისთვის ამომორჩეველთა აქტივობა 19,2%-ია.

არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათის მონაცემებით, 17,8% იყო.

ინფორმაციისთვის, რუსთავში ამომრჩევლების საერთო რაოდენობა 106 895-ს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 17.2 %-ს შეადგენს, რაც ჯამში 358 782 ამომრჩეველია.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში ფიქსირდება. აქ საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს 24.6 პროცენტს.