კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს
11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, მამხუტი, სამწვერისი, პატარა დარბაზი, ნახიდური, კუდრო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, წალასყური, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, მანგლისი, ახალსოფელი, კვესეთი, დიდგორი და მიმდებარე სოფლებში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, ყულარი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში დიდი კლდეისი, ბედიანი, ხრამჰესი და მიმდებარე სოფლებში;
14:30-დან 16:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, ხერხეულიძის, ლერმონტოვის, თავგორაშვილის, მაჩაბლის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.