15:00 საათის აქტივობა რუსთავში

რუსთავში 15:00  საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 33.92%- მა დააფიქსირა.   შესაბამისად, 106 895 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი ამ დროისთვის 36 245-მა ადამიანმა დააფიქსირა.

პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია. პირველ ტურზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 32.4 პროცენტი იყო გამოცხადებული.