17 ოქტომბერს ფარცხისი-მანგლისის გზის მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხისი-მანგლისის საავტომობილო გზის კმ27-ორბეთის საავტომობილო გზის კმ2-კმ8 მონაკვეთზე 17 ოქტომბერს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

შეზღუდვის მიზეზი კი აიპ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ეგიდით, დაგეგმილია აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპია.

საგზაო დეპარტამანეტის ცნობით, აღნიშნული დროის შუალედში საავტომობილო გზა პერიოდულად გაიხსნება.