19 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ოქტომბერს
10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში მეორე ქესალო, კაპანახჩი, ქურთლიარი, წითელი ხიდი, კირაჩ მუღანლო, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში;
11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მარტყოფი, ნორიო, წინუბანი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ენაგეთი, ჯორჯიაშვილი, ბოგვი, ამლევი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.