2 661 ახალი შემთხვევა, 30 გარდაცვლილი პაციენტი – კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 661 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 1 274 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 36 840 ტესტი, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,22%, ბოლო 14 დღის – 5,7%, ბოლო შვიდი დღის – 6,16%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 628 719 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 597 654 გამოჯანმრთელდა, 9 192 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 853 296 აცრა, დღიურად აცრილია 8 331.