20 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯია” ქვემო ქართლში ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ,  20  ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  ქსელში ჩართულ აბონენტებს.

“ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ოქტომბერს

07:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ფალიაშვილის, მეგობრობის, მესხიშვილის, ნიკო ლომოურის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე;

10:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, აბრამეთი, ხოპისი, ვაკე და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. თეთრწყაროში.

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ფონიჭალაში ცურტაველის, ბზიფის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე;

12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, ნიკოლაძის, ფიროსმანის, იოსებიძის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 13:30 საათამდე და 18:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პატარა ლილო, ვარკეთილის მეურნეობა, დიდი ლილო, იმერეთი, ქვიშიანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.” – ნათქვამია ინფორმაციაში.