20:00 საათის ამომრჩევლების აქტივობა ქვემო ქართლში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, ქვემო ქართლში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 187 066-მა ამომრჩეველმა საკუთარი ხმის უფლებით ისარგებლა, რაც საერთო რაოდენობის 47%-ია.

ამომრჩევლების აქტივობა რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით, შემდაგნეაირად გადანაწილდა:

  • რუსთავი   52 054 ამომრჩეველი  48.7%
  • გარდაბანი 30 721  ამომრჩეველი 42.75%
  • მარნეული 47331  ამომრჩეველი 47.29%
  • ბოლნისი  24352  ამომრჩეველი 43.56%
  • დმანისი   13167  ამომრჩეველი 57.23%
  • თეთრიწყარო 9 201 ამომრჩეველი  45.18%
  • წალკა  10 240  ამომრჩეველი 50.54%

რაც შეეხება მონაცემებს ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 815 767-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,92%-ია.