53 უბნის მონაცემების მიხედვით, არჩევნების მე-2 ტურში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ლიდერობს, რომელმაც ამ უბნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 54,2%-ის მხარდაჭერა მიიღო, დავით კირკიტაძეს ხმა 45,8%-მა მისცა.
ორმოცდაცამეტ უბანზე მისული ამომრჩევლებიდან 13 353 ხმა დავით კირკიტაძემ მიიღო, ხოლო ნინო ლაცაბიძეს მხარი 15 778-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.