2021 წლის არჩევნების შედეგები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში

გარდაბანში 66 უბნიდან ყველა მონაცემია დათვლილი, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, დავით კარგარეთელს ხმების 59,09% აქვს, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს, ბესიკ კახაბრიშვილს 37,8%.

მარნეულში, ყველა უბნის შედეგები დათვლილია და  “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, კენან ომაროვს ხმების 68,01% აქვს, ხოლო რთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატს, ელდარ მუსტაფაევს კი 28,11%.

ბოლნისში 63 უბნიდან ყველა ხმა დათვლილია და აქაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ლიდერობს. დავით შერაზადიშვილს ხმების 73,06% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ვახტაანგ ჩაგელიშვილს 26,94%.

დმანისში 51 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია, საიდანაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს კობა მურადაშვილს 52,08% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს გიორგი ტატუაშვილს 47,92%. 

წალკაში 44 უბნიდან ყველა მონაცემი დათვლილია და აქაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ილია საბაძემ 55,86% პროცენტი აიღო, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, რუსლან ხუციშვილმა 23,61%.

თეთრიწყაროში 43 უბნიდან ყველა უბანში ხმები დათვლილია, რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს,გიორგი წიკლაურს 65,16% აქვს, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ვანო მაღალაშვილს 30,61%.