“ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, ხვალ, 21 ოქტომბერს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს:
11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთ, დიდგორი, ელფია, პირველი შამთა, კვესეთი, პანტიანი, ახალსოფელი, წყლულეთი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, დამია, ქესალო, ლეჟბადინი, ალგეთი, კაპანახჩი, ქეშალო და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, სპორტის, მშენებელთა, 1 მაისის, ქუთაისის, ლესელიძის, შარტავას, ფიროსმანის, დუმბაძის, 20-ე, 21-ე მიკრორაიონების და მიმდებარე ქუცებზე;
11:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, კალინინო, თაზაქენდი, ლელაშხა და მიმდებარე სოფელბში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში სამება, განთიადი, დარაკოვი, ტბეთი, წინწყარო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, შახმარლო, ქარიანი, იაკუბლო, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;
13:40-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, ცურტავი, ქოლაგირი, ახალი დიოკნისი, არქევანი, მოლახმედლო და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.