კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 22 ოქტომბერს
02:00-დან 03:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, ბარათაშვილის, 9 მაისის, კოსტავას, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 10:45-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ქსოვრეთი, გუდარეხი, ხოპისი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, იაღუფლო, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი, იმირი, არაფლო, ქირაჩ-მუღანლო, დაშთაფა, ულაშლო, შულავერი, წითელი სოფელი, ხიხანი და მიმდებარე სოფლებში;
10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, კოროვაკანის ქუჩებზე, 7-ე მიკრორაიონის, 20-ე, 21-ე, 17-ე და მიმდებარე მიკრორაიონებში;
15:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში კონსტიტუციის, სადგურის, გამარჯვების, ულიანოვსკის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









