“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
23 ოქტომბერს 10:50-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრწყაროში და თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში გუდარეხი, აბრამეთი, ხოპისი, აბელიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში;
24 ოქტომბერს 10:45-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრწყაროსა და თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, გუდარეხი, ხოპისი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფელბში;
25 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მე-7 მიკრორაიონში, მეგობრობის, შარტავას, ლომოურის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.









