26 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ოქტომბერს 10:50-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ქსოვრეთი, ხოპისი, ვაკე და მიმმდებარე სოფლებში, აგრეთვე თეთრწყაროში ტაბიძის, სულხან საბას, ორბელიანის, კეცხოველის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, ლეონიძის, თოდრიას, მეგობრობის, შარტავას, 15-ე, 14-ე მიკრორაიონებში და მიმდებარე ქუჩებზე;

15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი, კალინინო, ლელაშხა, ვარკეთილის მეურნეობა და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელბში მთის ძირი, ფონიჭალა, წალასყური, თელეთი და მიმდებარე სოფელბში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.