“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
მათივე ცნობით, 27 ოქტომბერს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში აბელიანი, ხოპისი, ქსოვრეთი, გუდარეხი და მიმდებარე სოფელბში, აგრეთვე თეთრწყაროში ტაბიძის, სულხან საბას, აღმაშენებლის, ორბელიანის, ლომონოსოვის და მიმდებარე ქუჩებზე;
11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, ნორიო, ნასაგური და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში გაგარინის, დავით გარეჯის, სააკაძის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.