საქართველოში კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 483 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსი – 221 ადამიანს დაუდსტურდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 32 031 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 692 240 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 630 961 გამოჯანმრთელდა, 9 742 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209.
ამასთან, 23 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 790 პაციენტი, გარდაიცვალა 42 პაციენტი.