4 უბნის მონაცემები N6 ოლქში: გრიგოლ ვეფხვაძე 52,93% ; ერეკლე დოლიძე 47,07%

რუსთავში ოთხი უბნის მონაცემების მიხედვით, მე-6 სამაჟორიტარო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლიდერობს. გრიგოლ ვეფხვაძემ ოთხი უბნის მონაცემებით, ხმების 52,93% მიიღო, პარტია “გახარია- საქართველოსთვის” კანდიდატმა, ერეკლე დოლიძემ კი 47,07%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, რუსთავში შვიდი სამაჟორიტარო ოლქიდან მეორე ტური მხოლოდ მე-6 ოლქში ჩატარდა.