საქართველოში კორონავირუსის 4 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 507 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 49 960 ტესტი, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,32%, ბოლო 14 დღის – 8,89%, ბოლო შვიდი დღის – 8,99%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 684 337 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 624 688 გამოჯანმრთელდა, 9 657 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა – 1 938 274 აცრა, დღიურად აცრილია – 5 309.









