4 762 ახალი შემთხვევა, 43 გარდაცვლილი პაციენტი – 26 ოქტომბრის ეპიდვითარება

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი. რაც შეეხება რეგიონს, ახალი შემთხვევებიდან 273 ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა.

ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 48 090 ტესტი, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,9%, ბოლო 14 დღის – 9,05%, ბოლო შვიდი დღის – 8,97%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 698 944 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 639 564 გამოჯანმრთელდა, 9 831 კი გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 955 943 აცრა, დღიურად აცრილია 4 927.