5 ოქტომბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ოქტომბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ხატისოფელი, ზემო ბოლნისი, ვანათი, სამტრედო, კუდრო და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფელ ჯანდარაში;

12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ქუშჩი, ბეითარაბჩი, ბაითალო, სეიდგოჯალო და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ირაგა, ალექსეევკა, ჯიგრაშენი, ნავთიანი, ლიპა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებში;

14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კუმისი, მთის ძირი, მუხროვანი, კრწანისი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.