6 უბნის მონაცემები N6 ოლქში: გრიგოლ ვეფხვაძე 54.67% ; ერეკლე დოლიძე 45.33%

რუსთავში ექვსი უბნის მონაცემების მიხედვით, მე-6 სამაჟორიტარო ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლიდერობს. გრიგოლ ვეფხვაძემ ოთხი უბნის მონაცემებით, ხმების 54.67% მიიღო, პარტია “გახარია- საქართველოსთვის” კანდიდატმა, ერეკლე დოლიძემ კი 45.33%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.

ინფორმაციისთვის, რუსთავში შვიდი სამაჟორიტარო ოლქიდან მეორე ტური მხოლოდ მე-6 ოლქში ჩატარდა.