75 უბნის მონაცემების მიხედვით, არჩევნების მე-2 ტურში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე ლიდერობს, რომელმაც ამ უბნებზე მისული ამომრჩევლების ხმების 54,41%-ის მხარდაჭერა მიიღო, დავით კირკიტაძეს ხმა 45,59%-მა მისცა.
75 უბანზე მისული ამომრჩევლებიდან 19 634 ხმა დავით კირკიტაძემ მიიღო, ხოლო ნინო ლაცაბიძეს მხარი 23 432-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.









