საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 5.42%, ბოლო შვიდი დღის – 4.94%.
რაც შეეხება ქვემო ქართლს, რეგიონში 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 618 620 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 591 668 გამოჯანმრთელდა, 9 068 კი, გარდაიცვალა.
ამასთან, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 164 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 292 პაციენტი.