N20 საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 უბანი ხელახლა გადათვალა

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 უბანი ხელახლა გადათვალა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა TV4-ს განუცხადა, უბნები შედეგების გამჭვირვალობისთვის გადათვალეს.

პროცესი ღია იყო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დამკვირვებლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

გაგა აფციაურის განცხადებით, შედეგები ხუთივე საარჩევნო უბანში შედგენილი ოქმის შესაბამისი იყო.

ინფრომაციისთვის, საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ხუთი უბანი 2 ოქტომბრის არჩევნებამდე სპეციალურად გამართულ საბჭოზე შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია.