NCDC: ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის

შემთხვევების რაოდენობა სერიოზულად მომატებულია და ეს დასაწყისია ე.წ. მეხუთე ტალღის. სამწუხაროდ, ეს ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულიდან იწყება და ამიტომ აუცილებელია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, – ამის შესახებ NCDC-ის  ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, მეხუთე ტალღა საკმაოდ მძიმე იქნება, ამიტომ ვაქცინაცია აუცილებელია.

“იწყება ვაქცინაციის მარათონი და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს, 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს ამ 49 სოფელში, სადაც ჩვენ მარათონს გავმართავთ და ვნახოთ როგორი იქნება დამყოლობა და აქტივობა, ბევრი რამე მათზეა დამოკიდებული. უნდა გავითავისოთ კარგად, რომ ამ ეპიდემიას მხოლოდ აცრა აკავებს. ის 40-50 ქვეყანა, რომელიც დღეს წარმატებულია და რომლებმაც ასე თუ ისე შეამსუბუქეს სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები და თანდათან უბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ესენი არიან ის ქვეყნები, რომლებმაც 70% მოსახლეობის აცრა. თუ ჩვენ არ ავიცრებით საკუთარი თავისთვის და ერთმანეთისთვის, მაშინ გვექნება ყოველ ორ თვეში ასეთი ტალღა. ხაზს ვუსვამ, თუ დავიცავთ რეკომენდაციებს და ავიცრებით ახალ წლამდე ჩვენ 2 000 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. ისეთი ტალღა მოდის, რომ თუ შესაბამისი შემაკავებელი ღონისძიებები არ გატარდა, ძალიან მძიმე იქნება ეს ნოემბერი. შემაკავებელ ღონისძიებებში ისევ რეკომენდაციების დაცვას და ვაქცინაციას ვგულისხმობ“, – განაცხადა გამყრელიძემ.