გუშინ კოვიდვაქცინა 2711-მა ადამიანმა გაიკეთა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 2711-მა ადამიანმა გაიკეთა.

NCDC-ის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 977 317 აცრა.

სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 035 872 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %.

სრულად ვაქცინირებულია 939 711 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.9%.