საქართველოში აშშ-ის სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი რუსთავში იმყოფება. ელჩი ქალაქში N5 საჯარო სკოლაში არსებულ საარჩენო უბანზე იმყოფებოდა, ამ წუთებში კი კელი დეგნანი თეატრში მოწყობილ უბანზე მივიდა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის რომ მისცეს ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათი არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი, იმაზე თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული, ეს იქნება მათთვის სამუშაო ადგილი, გზები, ჯანდაცვა თუ სხვადასხვა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ჯერჯერობით რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა რომ მისცენ ხმა. ასევე, დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანი,ა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა, რათა უზრუნველყოს რომ მათი ხმა იყოს გაგონებული და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება არჩეული პირების. არჩევნები ეს არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსი, ხოლო ქართველი ხალხი ეს არის ქვაკუთხედი ქართული დემოკრატიის.”-განაცხადა კელი დეგნანმა. 










