საქართველოში კორონავირუსის 2 479 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 2 374 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 25 385 ტესტი, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,77%, ბოლო 14 დღის – 8,47% , ბოლო შვიდი დღის – 9,07%.
რაც შეეხება რეგიონს, ქვემო ქართლში კორონავირუსი 128 პირს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 664 813 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 614 855 გამოჯანმრთელდა, 9 510 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 914 269 აცრა, დღიურად აცრილია 2 260.