კორონავირუსის შემთხვევები რუსთავის სკოლებსა და ბაღებში[ვიდეო]

რუსთავში კორონავირუსის შემთხვევების გამო, ბაგა-ბაღების გაერთიანების 22 ფილიალიდან, 6 დაკეტილია. როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა როგორც ბაღების პერსონალში, ასევე აღსაზრდელებში.

რაც შეეხება სკოლებს, რუსთავის სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზეა.  ქალაქში ჯამში 3 სკოლა და 47 კლასი სწავლას ონლაინ რეჟიმში აგრძელებს.

ადგილობრივ რესურსცენტრში აცხადებენ, რომ დისტანციურად  ქალაქში 12 მასწავლებელი მუშაობს.