როგორ დაკომპლექტდება რუსთავის საკრებულო – ხმების 100% დათვლილია

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავის საკრებულოში “ნაციონალურ მოძრაობას” 16 მანდატი ექნება, “ქართულ ოცნებას” 15, პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოში სამი მანდატით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ერთი მანდატი წარმომადგენლობით ორგანოში ვაკანტურია.

რუსთავის N6 სამაჟორიტარო ოლქში ჩატარდება მეორე ტური პარტია “ქართული ოცნების” კანდიდატ გრიგოლ ვეფხვაძესა და პარტია “საქართველოსთვის” კანდიდატ ერეკლე დოლიძეს შორის. შესაბამისად, საბოლოო შედეგით, რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, თანაბარი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი.

ამ დროისთვის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმების 100% დათვლილია. საბოლოო შედეგი არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.