საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია ცალსახად არის, რომ არსებული რეგულაციების აღსრულება მაქსიმალურად გამკაცრდეს. ოდნავი მატება გვაქვს პირბადის ტარების მაჩვენებელში. დაწესებულ რეგულაციებზე მონიტორინგი მაქსიმალურად მკაცრი იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებლიდან გამომდინარე, ყველაზე მეტი თავისუფალი საწოლების რაოდენობა დღესდღეობით თბილისსა და აჭარაშია.
„9 000-მდე საწოლი, რომელიც მობილიზებული გქვონდა მეოთხე ტალღის პიკის პერიოდში, მობილიზებული დარჩა. აქედან დაკავებულია 5 679, დანარჩენი თავისუფალია. თავისუფალი საწოლების მეტი რაოდენობაა არის თბილისსა და აჭარაში, რადგან ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, დღეს თბილისსა და აჭარაში ინფექციის გავრცელების ტემპი ყველაზე დაბალია. ამდენად, ჩვენ ვიყენებთ ამ საწოლებს სხვა რეგიონებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.