საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში 1 298 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 093 ტესტი. რაც შეეხება რეგიონს, ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლში კორონავირუსი 191 ადამიანს დაუდასტურდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 652 677 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 608 861 გამოჯანმრთელდა, 9 396 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 1 899 938 აცრა, დღიურად აცრილია 3 843.









