ქვემო ქართლში სრულად ვაქცინირებულია 29 912 ადამიანი

ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 29 912 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეგიონში სულ 69 672 აცრა ჩატარდა, აქედან 39 760-მა ადამიანმა ვაქცინის ერთი დოზა გაიკეთა.

რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს ქვეყანაში – საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 30.5%.