რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების თანახმად, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ამომრჩევლების ხმების 53,7%-ის მხადაჭერა მიიღო, დავით კირკიტაძეს ხმა 46,3%-მა მისცა.
88 უბანზე მისული ამომრჩევლებიდან 27 301 ხმა ნინო ლაცაბიძემ მიიღო, ხოლო დავით კირკიტაძეს მხარი 23 523 ამომრჩეველმა დაუჭირა.
20:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა რუსთავში ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 49,63% იყო, რაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე 53 044 ამომრჩეველი მივიდა.









