რუსთავში, შარტავას 14 ნომერთან სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებულები. როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდირება დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია ასევე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.