სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის “გავიგუდეთ” ინფორმაციით, მე-9 საჯარო სკოლის ეზოში ტერიტორია ხეების დარგვისთვის უკვე მომზადებულია. ორგანიზაცია რუსთაველების გამწვანების აქტივობაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებს.
საზოგადოების ჩართულობით, საჯარო სკოლის ეზოს გასამწვანებლად საჭირო თანხა – 1000 ლარი შეგროვებულია.
პროექტის “თანამშრომლობა მწვანე რუსთავისთვის” ფარგლებში ქალაქში ორი ტერიტორია რუსთავის მე-9 საჯარო სკოლა და კოლეჯი „მოდუსი” გამწვანდება. “გავიგუდეს” ინფორმაციით, ირიგაციის და სხვა ხარჯების დიდ ნაწილს ფინანსურად უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა, რომელსაც საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებს.
რუსთავში ნოემბრის თვეში, ჯამში 500-ზე მეტი ნერგი დაირგვება.









